ბათუმი-სარფის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობდა.
გუშინ სარფის საავტომობილო გზაზე დიდი მოცულობის კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. ამ დრომდე, კი ავტომობილებით გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად, იყო შესაძლებელი.
თვითმხილველების თქმით, ქვის ლოდები გზაზე მიმავალ სატვირთო ავტომობილსაც დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო, მძიმე ტექნიკა. ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.