წითელას ვირუსით ავადობის შემთხვევებმა რეგიონში იკლო, თუმცა გასულ წლებთან შედარებით მონაცემები მაღალია.
ინფიცირების 39 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გასულ წელს ავადობის მხოლოდ 5 შემთხვევა იყო.
წითელას სიმპტომებია მაღალი სიცხე, გამონაყარი და ყელის ტკივილი.
მედიკოსები მოსახლეობას ინფექციის მატარებელთან კონტაქტის შემთხვევაში დროული აცრისკენ მოუწოდებენ. 14 წლამდე აუცრელი ბავშვებისა და 30 წლამდე ნახევრად აცრილი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია უფასოა.