ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა-საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

22 იანვარი 2018, 00:00 2885 ნახვა

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი უძღვება.

სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა.

შეგახსენებთ, 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

ამავე კატეგორიაში