რა ეტაპზეა ბათუმის სასპორტო სკოლის მშენებლობა?

20 იანვარი 2018, 00:00 3334 ნახვა

ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს  ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე. სამუშაო პროცესი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

სპორტკომპლექსის ფართობი დაახლოებით 23 ათასი კვადრატული მეტრია. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია  ღია ავტოსადგომის, საკონფერენციო დარბაზისა და სამედიცინო პუნქტის მოწყობა.  შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. 

ამავე კატეგორიაში