კვირიკაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება გამორიცხა

20 იანვარი 2018, 00:00 2149 ნახვა

ვინ იბრძოლებს საქართველოს რიგით მე-5 პრეზიდენტობისთვის მმართველი გუნდიდან ჯერ-ჯერობით უცნობია. კანდიდატად დასახელებას გამორიცხავს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურაზე “ქართული ოცნება” ჯერ არ ჩამოყალიბებულა და საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. 

მოქმედი კონსტიტუციით, ეს იქნება ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი აირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა. საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერშია ჩანიშნული, რისთვისაც “ცესკო” 39 მილიონ ლარს დახარჯავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი