შრომის ანაზღაურების წესი განსაზღვრა ქედის საკრებულომაც.

18 იანვარი 2018, 00:00 2313 ნახვა

შრომის ანაზღაურების წესი განსაზღვრა ქედის საკრებულომაც.   რიგგარეშე სხდომაზე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასების ზრდას მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაუჭირეს.

ოპოზიციის თქმით, აიპებისა და შპს-ების თანამშრომელთა დაბალი ანაზღაურების ფონზე ხელფასების ზრდა არამიზნობრივია.საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სახელფასო ფონდის გადანაწილება მოხდა და არა გაზრდა. დღეიდან საჯარო მოხელეები პრემიასა და დანამატს აღარ მიიღებენ. მათ წახალისების მიზნით,  მხოლოდ  ფულადი ჯილდო გადაეცემათ, რომელიც დამსახურების მიხედვით გაიცემა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი