ყინჩაურში მთავრობის თავმჯდომარეს დაპირება შეახსენეს

17 იანვარი 2018, 00:00 2606 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ყინჩაურში მცხოვრები მოსახლეობა დანაპირების შესრულებას სთხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ მათ ზურაბ პატარაძე ჰესების მშენებელ კომპანიასთან შუამდგომლობას და არსებული პრობლემების აღმოფხვრაში დახმარებას დაჰპირდა, რაც არ შეუსრულებია.

საქმე ეხება ფერდსამაგრ სამუშაოებს, სადრენაჟე სისტემის მოწყობასა და სოფელში წყლის მიყვანას, რომლის გაკეთებასაც, მინიმუმ ერთი წელი “აჭარისწყალი ჯორჯია” არ აპირებს. კომპანიაში დღეს სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. რა უპასუხა ადგილობრივების მოთხოვნას და შეხსენებულ დაპირებას ზურაბ პატარაძემ?

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი