ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა სააპელაციო სასამართლოში

17 იანვარი 2018, 00:00 2600 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. დღეს სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგა. პროკურორ ზვიად გუბელაძის განმარტებით, ბრალდების მხარემ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, პატრიარქის მდივან - რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ანგარებით გეგმავდა.

გიორგი ფანცულაიამ კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დეკანოზის ბრალეულობა არ იკვეთება. შემდეგი სასამართლო პროცესი 31 იანვარს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი