სპეცოპერაციის დროს აყვანილი ქალის სასამართლო პროცესი

17 იანვარი 2018, 00:00 3126 ნახვა

ბათუმსა და ქობულეთში, იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აყვანილი, თურქეთის მოქალაქის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს, რომელმაც დავით მამისეიშვილი ჩაანაცვლა. მოსამართლის ჩანაცვლების მიზეზი უცნობია.

პროცესზე მტკიცებულებების დაშვებისა და აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ უნდა იმსჯელონ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბათუმსა და ქობულეთში. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მდინარის პირას ჩამარხულ კასრში ხელყუმბარები იპოვეს. სულ ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასობით ვაზნა და ორი ხელყუმბარა.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და განმარტავს, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნოდა.

გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა და გასაღებას გულისხმობს.

წინა სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა განმარტა, რომ გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, თურქი ქალის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის დასადგენადაც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში