კობალთელები შეთავაზებას არ თანხმდებიან

12 იანვარი 2018, 00:00 1916 ნახვა

კობალთის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება გრძელდება. კობალთელებისთვის  განსახლების მიზნით სახელმწიფოსგან შეთავაზებული 15-15 ათასი ლარი მიუღებელია.  ისინი  კომპენსაციის გაზრდას, ან ხიდის მშენებლობას ითხოვენ.

შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ გეოლოგიური დასკვნის მიხედვით კობალთაში მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ, რაც იმას ნიშნავს რომ ეკომიგრანტის სტატუსი ვერ მიენიჭებათ, შესაბამისად არსებული პროგრამების ფარგლებში შეთავაზება მხოლოდ ამ კომპენსაციაზე გაკეთდა და მათ ვერ შესთავაზებენ 25 ათას ლარიან პროგრამაში ჩართვას.  

შეგახსენებთ, სოფელ კობალთაში, გასული წლის 24 აპრილს მთა ჩამოიშალა, რამაც 10 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩახერგა, სახლები გეოლოგებმა რამდენიმეჯერ შეისწავლეს, მათი დასკვნების მიხედვით სოფელ კობალთაში მცხოვრებ ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ, მათთან მისასვლელი გზის აღდგენა კი მცოცავი მიწის გამო შეუძლებელია.

ამავე კატეგორიაში