თურქეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

12 იანვარი 2018, 00:00 2193 ნახვა

ერაყის 9 მოქალაქე დაიღუპა და 28 დაშავდა  თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.  ინციდენტი თურქეთ-ერაყის საზღვართან ახლოს ჰაბურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტსა და ქალაქ სილოპის შორის მოხდა.  

დაღუპულთა სორის  სამი ბავშვია.  ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი გადაბრუნდა.  შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.  დაშავებულები  საავადმყოფოში გადაჰყავთ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი