ომის ვეტერანი 100 წლის გახდა 

10 იანვარი 2018, 00:00 4443 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანს მერი ქარცივაძეს 100 წელი შეუსრულდა. იუბილარს 12 შვილი, 19 შვილიშვილი, 40 შვილთაშვილი და 26 შვილთაშვილისშვილი ჰყავს.

მერი ქარცივაძეს იუბილე მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მას ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 1000 ლარს გადასცემს. აჭარაში ას წელს გადაცილებული 27 მოქალაქე ცხოვრობს, მათგან 5 შუახევში, ერთს ასი წელი რამდენიმე თვეში შეუსრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი