ბათუმში ახალგაზრდა სპიკერთა ფორუმი გაიმართა. პროექტში 12-დან 25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ. მონაწილეებმა გუშინ მეწარმეების როლი მოირგეს. სამ საუკეთესო სპიკერს სპეციალური ჟიური თებერვლის ბოლოს გამოავლენს. პროექტის პარტნიორი ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრია.