ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქებული სახლის მცხოვრებლებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობენ

09 იანვარი 2018, 00:00 3767 ნახვა

ახვლედიანი #12 ნომერში, აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის მცხოვრებლების ნაწილი, ქალაქის მერს სთხოვს იგივე ტერიტორიაზე გადაეცეთ საცხოვრებელი ფართი, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ. ქალაქის მერი  დაზარალებულებს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს. 

ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის წევრი აცხადებს, რომ ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ ქალაქიც სხვა  ნაწილში უფრო დიდი ფართი და გარემონტებული ბინები შესთავაზა.   

"გვინდა, სადაც ვცხოვრობდით იგივე კორპუსში მოგვცენ ბინა. ფართზე პრეტენზია არ გვაქვს. მაგრამ, როგორც გაირკვა იქ სამი სართულია და ინვესტორისთვის მომგებიანი არ არის ახალი კორპუსის მშენებლობა, ამიტომ მერმა შემოგვთავაზა ალტერნატიული ფართი. ერთი გორგილაძის ქუჩს ბოლოს, მეორე ფიროსმანის და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში. ფართის 30 % ნამატით და რემონტის თანხით. ათი დღე გვაქვს იმისთვის, რომ მოვიფიქროთ" - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

დაზარალებულების ნაწილი კი აცხადებს, რომ "შესაძლოა ნაწილი ამ შეთავაზებას დათანხმდეს". მათი თქმით,  ქირის თანხას ბათუმის მერია იხდის, თუმცა მათთვის დიკომფორტულია ასეთი პირობებში ცხოვრება.  
შეხვედრა ლაშა კომახიძესთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მერიაში ამ ეტაპზე კომენტარი არ გაკეთებულა

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი