''დედას ვთხოვ, ნუ იქნება ემოციური, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ'' - ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია

08 იანვარი 2018, 00:00 6167 ნახვა

ბათუმში 11-12 მარტის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი 10 იანვარს გამოცხადდება. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს განაცხადა.

მამისეიშვილმა  ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას საბოლოო სიტყვა მოისმინა. პროცესს არ დაესწრო ამ საქმეზე მეორე ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე. 

11-12 მარტს, ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებაში  ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ არ ის არ უნდა აგებდეს პასუხს იმაზე, რაც არ ჩაუდენია. 

"რატომ უნდა ვაგო იმაზე რაც არ ჩამიდენია ან ის ზარალი რატომ უნდა ავინაზღაურო, რაც ამ აქციის შედეგად მიადგა სახელწიფოს? ვერცერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ მოიტანა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ რაიმე ტიპის დანაშაული ჩავიდინე. ყველა მანქანა ჩემს ჩამოსვლამდე დაიწვა. ამ საქმეზე 19 დაკავებულის ჩვენებებში ამბობენ, რომ არ იციან ვინ ჰყავდა ორგანიზატორი ამ აქციას, მხოლოდ მერაბ მურვანიძე მადებს ხელს და ამ ერთი მოწმის ჩვენებით უნდა მცნოთ ​დ​ამნაშავედ?".

დასკვნით სიტყვაში ბრალდებულმა დედასაც მიმართა: "დედას ვთხოვ ნუ იქნება ემოციური რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს მოსამართლემ".

გამოძიება ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლით 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი