''რატომ უნდა ვაგო პასუხი იმაზე, რაც არ ჩამიდენია?''- ირაკლი ჩხვირკია

08 იანვარი 2018, 00:00 3364 ნახვა

 "რატომ უნდა ვაგო პასუხი იმაზე, რაც არ ჩამიდენია?" - ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბათუმის მოვლენებზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ირაკლი ჩხვირკია, მერაბ ღოღობერიძესთან ერთად, ამ საქმეზე  მოსამართლე მამისეიშვილის გადაწყვეტილებას დღეს ელოდება.

"რატომ უნდა ვაგო იმაზე რაც არ ჩამიდენია ან ის ზარალი რატომ უნდა ავინაზღაურო, რაც ამ აქციის შედეგად მიადგა სახელწიფოს? ვერცერთ ეტაპზე პროკურატურამ ვერ მოიტანა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ რაიმე ტიპის დანაშაული ჩავიდინე. ყველა მანქანა ჩემს ჩამოსვლამდე დაიწვა. ამ საქმეზე 19 დაკავებულის ჩვენებებში ამბობენ, რომ არ იციან ვინ ჰყავდა ორგანიზატორი ამ აქციას, მხოლოდ მერაბ მურვანიძე მადებს ხელს და ამ ერთი მოწმის ჩვენებით უნდა მცნოთ დამნაშავედ?" - აცხადებს ირაკლი ჩხვირკია.

სასამართლო პროცესს მეორე ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე არ ესწრება. 

გამოძიება ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლით 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება. გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს გამოაცხადებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში