7 იანვრის ღამეს მართლმადიდებელმა სამყარომ მაცხოვრის შობა იზეიმა. ტრადიციულად ღამის ლოცვით შეხვდნენ დღესასწაულს მეზობელ ქვეყნებში. ეგვიპტეში კოპტური ეკლესიის პატრიარქმა თავადროს მეორემ საზეიმო ღვთისმსახურება ახალ საკათედრო ტაძარში ჩაატარა.
სერბეთში დღესასწაულს მუხის ტოტების დაწვით შეხვდნენ. ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში კი შობისთვის ფოიერვერკის გაშვების ტრადიცია არსებობს. ქრისტეშობა იერუსალიმში ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარშიც აღინიშნა.