ქობულეთიდან ნარჩენები ისევ ფოთსა და ბათუმში გადააქვთ. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებოდნენ, რომ ნაგავსაყრელი, რომელიც აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს ტურისტული სეზონისთვის უნდა აღდგენილიყო, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ პროცესი ნაგავსაყრელთან მცხოვრები ოჯახების წინააღმდეგობის გამო გაჭიანურდა.
არხები გასაწმენდად, ნაგავმზიდის მისასვლელი გზის მოსაწყობად და რკინა-ბეტონის ფილების დასაგებად 117 ათას 963 ლარი მერიამ ამჯერად 2018 წლის ბიუჯეტში გამოყო. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ მოლაპარაკება ბოლო ეტაპზეა და ნაგავსაყრელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყება.