ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისთვის დღეს მოქალაქეებმა აქამდე არსებულ ფასთან შედარებით 10 თეთრით მეტი გადაიხადეს. საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მძღოლებმა ტარიფი თვითნებურად გაზარდეს და საკითხი მერიასთან შეთანხმებული არ იყო.
ემზარ ქავჟარაძის თქმით ორშაბათს კომპანიებთან კონსულტაციებს გაივლიან და არ გამორიცხავს, რომ ტარიფი ძველ ღირებულებას დაუბრუნდეს. მძღოლების ნაწილმა დღეს კომენტარი არ გააკეთა ნაწილმა კი დაადასტურა, რომ ფასი თავად გაზარდეს. გაძვირებულ სამგზავრო ღირებულებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ მგზავრები.