ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს

05 იანვარი 2018, 00:00 2967 ნახვა

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.  დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 2 აბი ამოიღეს. დაკავებულის მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 40 აბი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას, ბრალდებულს ოპიუმის, მეტადონის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი