ბოტანიკურმა ბაღმა ტენდერი სკვერის მოწყობისთვის გამოაცხადა

04 იანვარი 2018, 00:00 3269 ნახვა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ მუდმივმოყვავილე სკვერის რეკოსნტრუაცია-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა საკმაოდ მოცულობითია – 324 ათას ლარად, პრეტენდეტმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული სკვერის სრული კეთილმოწყობა. განაცხადების მიღება 12 იანვარს დაიწყება და 5 დღეს გაგრძელდება.

რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს ადმინისტრაცია, ამჯერად თანხა უფრო მეტი, დაახლოებით 600 ათასი ლარი იქნება, საუბარია ბაღის ტერიტორიაზე არსებული ბოძების გამოცვლაზე, უსადენო ინტერნეტისა ვიდეო-კამერების დამონტაჟებაზე. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი