ახალი ვიდეო-მტკიცებულებები გაავრცელა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა

04 იანვარი 2018, 00:00 3416 ნახვა

ახალი ვიდეო-მტკიცებულებები გაავრცელა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. საქმე ეხება თბილისსა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს. სუს-ში ამტკიცებენ, რომ კადრებში ჩანს როგორ გადაადგილდებიან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილი და ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრები. მაჩალიკაშვილი პანკისში, სპეცოპერაციისას დაჭრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

ამასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე არსებული ბინიდან ამოღებულია დოკუმენტაცია სადაც მაჩალიკაშვილის საბანკო რეკვიზიტებია მითითებული.

ნინო გიორგობიანმა დღესვე ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად იმყოფებოდა თურქეთში და დაეხმარა ჩატაევს უკანონოდ გადმოეკვეთა კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლი. გავრცელებულ ვიდეო-მასალას უკვე გამოეხმაურნენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები. ისინი აცხადებენ, რომ ამ კადრებით არაფერი დასტურდება და მაჩალიკაშვილს არანაირი საბანკო ანგარიში არ ჰქონია.  ოჯახი ასევე უარყოფს დაჭრილის ჩატაევთან შესაძლო კავშირს. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი