მოსახლეობის პროტესტი ხეების გადაბელვის გამო

03 იანვარი 2018, 00:00 4120 ნახვა

ქობულეთში სოფელ ცეცხლაურში ე.წ. ლიმონტრესის დასახლებაში საავტომობილო გზაზე ნაძვისა და ევკალიპტის ხეები გადაბელეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ღობეები, მოსაცდელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო. მოსახლეობა ამ პროცესს, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი ხეების ტრანსპორტირებას უკავშირებს და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს.

ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ ხეების გაკაფვა გზის რეაბილიტაციის გამო ხდება,  მერის მოადგილის ინფორმაციით, დაგეგმილია მუხაესტატე-ცეცხლაურის გზის სრული რეაბილიტაცია, რის გამოც ტოტები მოიჭრა. დაზიანებული ობიექტების აღდგენის პასუხსიმგებლობას მერია კომპანია შპს „გზამშენს“ აკისრებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი