გასულ წელს შუახევში 149 ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაფორმდა ხელშეკრულება, მათგან 24 ინფრასტრუქტურული ღონისძიება გარდამავალში გადავიდა და სამუშაოები წელს გაგრძელდება. 9 ინდმეწარმე საჯარიმო სანქციის პარალელურად გააგრძელებს სამუშაოებს, ვინაიდან კომპანიამ დაკისრებულ ვადებში სამუშაოები ვერ დაასრულა. პირველი ნოემბრისთვის უნდა დასრულებულიყო ფურტიო - ბუთურაული - ნენიის წყალსადენის მშენებლობა. დაუსრულებელ პროექტებს შორისაა, გზების კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღების მშენებლობა, მინი მოედნების რემონტი, ფერდსამაგრი სამუშაოები, წისქვილების მშენებლობა, სანიაღვრე არხების მოწყობა.
შუახევის მერიაში ინფრასტრუქტურული პროექტების შეუსრულებლობას რთულ კლიმატურ პირობებს და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიების მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირებენ. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით გასულ წელს 7 ათასამდე ლარი აუთვისებელი დარჩა.