თამაზ ცერიაშვილის გამოფენა

28 ივნისი 2016, 00:00 2751 ნახვა

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში თამაზ ცერიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. მუსიკოსი, მხატვარი, პედაგოგი დღეს დამთვალიერებლის წინაშე მრავალფეროვანი შემოქმედებით წარდგა. ფერწერული და გრაფიკული ტილოების გარდა დღეს გამოიფინა ზღვის ქვებით და ნიჟარებით შექმნილი კომპოზიციები. ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ექსპოზიციების ნახვა ათი დღის განმავლობაში შეგიძლიათ. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში