ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა მოითხოვეს. მოსწავლეებმა პეტიციით სკოლის ხელმძღვანელობას მიმართეს.
მათი განცხადებით, პრობლემა სასწავლებელში ნაწილობრივაა მოგვარებული, თუმცა სრულყოფილი ადაპტაციისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სკოლის დირექტორის მოადგილის განცხადებით მოსწავლეთა მოთხოვნის გათვალისწინებით ბიუჯეტს გადახედავენ, იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი სახსრებით პრობლემ ავერ მოგვარდება, დახმარებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციას მიმართავენ.