ტერორიზმის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

29 დეკემბერი 2017, 00:00 1807 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის, რესურსებით უზრუნველყოფისა და ტერორისტებისათვის თავშესაფრის მიცემის ბრალდების საქმეზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ოთხ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ, დახურულ სხდომაზე შუამდგომლობების განხილვისას მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური ასევე ფაქტობრივი საფუძვლები.

შეგახსენებთ, სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი