ბათუმის ბოტანიკური ბაღი უკვე მეოთხედ გირჩების ფესტივალს მასპინძლობს

28 დეკემბერი 2017, 00:00 3525 ნახვა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი უკვე მეოთხედ გირჩების ფესტივალს მასპინძლობს. ბაღის თანამშრომლების მიერ  გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარების  შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გამოფენაზე 50-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის გირჩია წარმოდგენილი, მათგან ბევრი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გვხვდება. აქსესუარების გარდა ფესტივალზე გირჩისგან დამზადებული მურაბაც წარმოადგინეს, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.  ფესტივალი 

ამავე კატეგორიაში