საშობაო გამოფენა გაიხსნა აჭარის ხელოვნების მუზეუმში. წლის ბოლო გამოფენა დღესასწაულებს და საახალწლო თემატიკას მიეძღვნა. საგამოფენო სივრცეში სხვადასხვა ავტორის ტილოებია წარმოდგენილი.
მათი ნაწილი ახალია, ნაწილი კი ფონდებში დაცული ნამუშევრებია. გამოფენის პარალელურად, საექსპოზიციო სივრცე სადღესასწაულო დეკორაციებითაა მორთული. საშობაო გამოფენა იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.