ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, პირველად გაიმართა ქართველი კომპოზიტორის - დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო. პროექტის მიზანი კომპოზიტორის შემოქმედების პოპულარიზაცია და საერთაშორისო არენაზე ქართული მუსიკის სათანადოდ წარმოჩენაა.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურის მინისტრი რომელიც იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
კონცერტზე შესრულდა დავით თორაძის კლასიკური ნაწარმოებები და მისი ცნობილი კინომუსიკა, რომელსაც ქართული კინოს "ოქროს ფონდში" განსაკუთრებული ადგილი უკავია.
კონცერტის პარალელურად, ძეფირელის ფონდის დარბაზში მოეწყო ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების გამოფენა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე