ბათუმის ქუჩებში საახალწლო ქარავანი იმოძრავებს. პრინცი, პრინცესა, ელფები და თოვლის ბაბუა ქალაქის ყველა უბანს შემოივლიან. საახალწლო ქარავანი ქალაქის უბნებს გასცდება და 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით ბარცხანის, ჩაქვის და ხელვაჩაურის დასახლებებსაც შემოივლის. პატარებს სიურპრიზებიც ელოდებათ.