ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

27 დეკემბერი 2017, 00:00 2528 ნახვა
00:00
00:00

ელექტრორენერგიის ტარიფი გაიზარდა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტები 1 იანვრიდან 1.26  თეთრით მეტ თანხას გადაიხდიან. ეს ტარიფი იმოქმედებს 2021 წლამდე.

“ენერგო პრო” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის აჭარაში, ჯამში მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება. დენის სამომხმარებლო საფასური გაიზარდა თელასის აბონენტებისთვისაც. ინვესტიციების მაღალი მოცულობით ხსნიან ამ გადაწყვეტილებას მარეგულირებელ კომისიაში.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი