ქობულეთი პირველად ციტრუსის ფესტივალს მასპინძლობს. ღია ცის ქვეშ, ქალაქის მთავარ მოედანზე წარმოდგენილია ციტრუსისაგან აწყობილი სხვადასხვა სკულპტურა, ასევე ციტრუსისგან დამზადებული პროდუქცია.
ფესტივალში ადგილობრივ ფერმერებთან ერთად მეწარმეებიც მონაწილეობენ. დღესვე დააჯილდოვებენ საუკეთესო ციტრუსის ბაღის მქონდე ფერმერს.