ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად

27 დეკემბერი 2017, 00:00 2189 ნახვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. გამოცემა ,,ინდეფენდენთის" ცნობით, 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევების ეპიცენტრი თეირანის დასავლეთში დაფიქსირდა.

დაშავებულთა უმრავლესობა საავადმყოფოში მოათავსეს. სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრა 20 დეკემბერს მომხდარი 5 ბალიანი მიწისძვრის ე.წ. აფთერშოკი იყო, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს. სტიქიის გამო სკოლები დროებით დაიხურა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი