სპეცოპერაციის დროს დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა

27 დეკემბერი 2017, 00:00 2764 ნახვა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.  თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი ღრმა კომატოზური მდგომარეობით, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

პაციენტს გუშინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. ექიმებს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი