საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე გუშინ ქობულეთშიც. საახალწლო ატრიბუტი წელსაც ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. ამის გარდა, საახალწლო განათებებითა და დეკორაციებით განათდა აღმაშენებლის ქუჩა.
გასული წლებისგან განსხვავებით, სადღესასწაულოდ წელს არა მხოლოდ მერიის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური ქუჩაც მოირთო. ბიუჯეტიდან 8 ათასი ლარი დაიხარჯა. მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, წინასაახალწლო სამზადისში მუნიციპალიტეტთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.
კულტურული ღონისძიებები 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას როგორც ადგილობრივი შემსრულებლები, ისე მოწვეული მომღერლები მიიღებენ. 31 დეკემბერს დაგეგმილ კონცერტს კი, რომელიც ღამის 2 საათამდე გაგრძელდება და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება, კიევის ყოფილი მერი და პარტია ,,ბედნიერი საქართველოს” ყოფილი ლიდერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი დააფინანსებს.