სუს-ი ‘’თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა’’

26 დეკემბერი 2017, 00:00 3685 ნახვა

‘’ახმეტის რაიონში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირი, თემირლან მაჩალიკაშვილი  შეეცადა ხელყუმბარა მოქმედებაში მოეყვანა’’ - განცხადა ბრიფინგზე ნინო გიორგობიანმა. სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, აღნიშნულმა პირმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.

‘’დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან  მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია’’ - აცხადებს გიორგობიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში,  დუისსა და ომალოში  დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.

უწყების ინფორმაციით,  ისინი დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. დაკავებულები  საერთაშორისო ტერორისტ ახმედ ჩატაევს ქვეყანაში უკანონოდ შემოღწევაში დაეხმარნენ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი