ფაროსანასთან ბრძოლა - მომავალის წლის სტრატეგია

25 დეკემბერი 2017, 00:00 2762 ნახვა

2018 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შესაბამის ტექნიკასა და პრეპარატებს შეიძენს. ამისთვის კი დამატებით 35 მლნ ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მავნებელთა ბრძოლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველა ტექნიკური საშუალების მობილიზება  შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება.  ღონისძიებები საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციებს ემყარება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი