საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბრიდან დაიწყება

24 დეკემბერი 2017, 00:00 2832 ნახვა

ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება დაიწყო. ამჟამად სცენა მონტაჟდება. ხვალ ზუსტად 21 საათზე ახალი წლის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. ორგანიზატორების ინფორმაციით გასართობი პროგრამები ხვალიდან დაიწყება და 2 იანვრამდე გაგრძელდება. დაგეგმილია პერფორმანსების, საცირკო და ცეცხლოვანი შოუების მოწყობა, ასევე ხვალიდან 31 დეკემბრამდე ევროპის მოედანზე ბათუმური ბენდები დაუკრავენ.

ახალი წლის ღამეს კი მთავარი კონცერტი ბათუმელი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება.. საახალწლო ღონისძიებებისთვის სულ 258 ათასი ლარი დაიხარჯება. ბენდებისთვის კი 30 ათას ლარია გათვალისწინებული. 2 იანვარს ახალი წლის მთავარ ლოკაციაზე მაყურებლისა და მსმენელის წინაშე ჯგუფი  “გამოუვალი მდგომარებაწარსდგება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი