კურორტი ”გომარდული” 30 დეკემბერს გაიხსნება

23 დეკემბერი 2017, 00:00 5516 ნახვა

5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი "გომარდული" 30 დეკემბერს გაიხსნება. მოწესრიგებულია გზის საფარი და აღდგენილია დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ტურისტებს კოტეჯები და საოჯახო სასტუმროებით სარგებლობაც შეუძლიათ .  კურორტი "გომარდული"  2011 წელს ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ დაკისრებული ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო 126 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

თანხის გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოების ქონება 800 ათასი ლარით იყო  დაყადაღებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  აქციონერებს ყადაღა მოუხსნა, სანაცვლოდ კი კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განახლება მოსთხოვა. შეთანხმების თანახმად, კურორტს 40 ნომრიანი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო შეემატება. კურორტი გომარდული ზღვის დონიდან 1120 მეტრზე,  შუახევიდან 23 კილომეტრში მდებარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი