საახალწლოდ ელექტრომატარებლები დამატებითი განრიგით იმუშავებენ. ბათუმში ტურისტული მგზავრთა ნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით შტადლერის ორსართულიანი მატარებელი იმოძრავებს.
თბილისი-ბათუმი-თბილისის და თბილისი - სენაკი - თბილისის მიმართულებით, ასევე, თბილისი - ზუგდიდი - თბილისისა და თბილისი - ოზურგეთი - თბილისის მიმართულებაზე მოძრავ მატარებლებს სხვადასხვა კლასის ვაგონები დაემატება.