დაუსრულებელი პროექტები შუახევში – წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი ტენდერი გამოცხადდა, საიდანაც ტენდერში გამარჯვებული 30-მდე ინდივიდუალური მეწარმე და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დაჯარიმდა.
დაჯარიმების მიზეზად, კომპანიებში კლიმატურ პირობებს ასახელებენ, რის გამოც ვადები დაარღვიეს. იგივეს ამბობენ მერიაშიც, მესამე სექტორში კი მუნიციპალიტეტის მთავრობას ურჩევენ ტენდერის გამოცხადებისას, ვადები რთული რელიეფური პირობების და ამინდის გათვალისწინებით გაწერონ.