ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი დემონტაჟს ექვემდებარება. დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გამოაქვეყნა. აფეთქების შედეგად შენობის ძირითადმა ნაწილმა მესამე-მეოთხე ხარისხის დაზიანება მიიღო.
მერიაში აცხადებენ, რომ ახვლედიანის 12 ნომერში მდებარე სახლის დანგრევა ერთ კვირაში დაიწყება. ბინებში მცხოვრებ მოქალაქეებს ბათუმის მერიამ დროებითი საცხოვრებლები უქირავა. დაზიანებულია მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიც, რომელსაც ზედაპირული დათვალიერებით გამაგრება დასჭირდება. ვინ შეასრულებს სამშენებლო სამუშაოებს და რა ტიპის შენობა ჩაანაცვლებს კორპუსს, ჯერ უცნობია.