ხულოში ზვავის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლა გრძელდება. მერიის სოციალური სამსახურის უფროსის ინფორმაციით გასულ კვირას მოსულმა უხვმა ნალექმა 8 ოჯახს შეუქმნა საფრთხე.
ამ ეტაპზე ოჯახები საკუთარ საცხოვრებელს დაუბრუნდნენ. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ოშანახევში მცხოვრებ ჯუმბერ აბაშიძის ოჯახს უსაფრთხო ადგილზე ქირით გაიყვანენ, ხოლო დარჩენილ შვიდ ოჯახს მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მათივე უსაფრთხოების მიზნით, დარჩენილ ოჯახებს გეოლოგები მაინც შეისწავლიან.