მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარედგინება

18 დეკემბერი 2017, 00:00 2905 ნახვა

მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება და სავარაუდოდ, დღესვე ბიუროს სხდომაზე გავა. მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობა ერთი მესამედზე მეტი წევრით განახლდა, რის გამოც დღის წესრიგში მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი დადგა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიცვალა შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს თანამდებობა გიორგი გახარიამ დაიკავა.

გაუქმდა ენერგეტიკის სამინისტრო. ენერგეტიკის სფერო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში გადავიდა. გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. სპორტის მიმართულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაეცა, ხოლო ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

ასევე გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი