ცეცხლმა 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა

18 დეკემბერი 2017, 00:00 6857 ნახვა

ხანძარი იყო ქობულეთში, სოფელ ლეღვაში. სულიკო რომანაძის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. დამწვარია შენობის დიდი ნაწილი. ასევე დაზიანებულია სახლის სახურავი.  

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ცეცხლის ჩაქრობას ადგილობრივები ასევე საკუთარი ძალებითაც ცდილობდნენ.  

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფელ ლეღვაში დაზარალებულ ოჯახს დღეს მოინახულებენ.

რა დახმარებას გაუწევენ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ცნობილი მოგვიანებით გახდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი