ინსტალაცია ,, კარი’’- ახალი სივრცის, შესაძლებლობისა და თავგადასავლის სიმბოლო. კარი, რომელიც ადრე მწერალთა კავშირის შენობას ეკუთნოდა, ახლა თანამედროვე ხელოვნების სივრცის ნაწილია. ინსტალაცია საგამოფენო სივრცის წინ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე განთავსდა. კარი წელიწადში 4-ჯერ გაიღება და მას ღონისძიების სახე მიეცემა.
საგამოფენო სივრცეში წლის ბოლო გამოფენა სახელწოდებით ,, შავი ზღვა’’ მოეწყო. 6 ბათუმელი ფოტოგრაფის ნამუშევრებზე ზღვა, უსასრულო სივრცეები და ადამიანებია აღბეჭდილი. გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს იანვრის ბოლომდე შეეძლება.