"ევროპული გამოცდილება ახალგაზრდების განვითარებისთვის"- თემაზე საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს. ქართველი და უცხოელი სტუდენტები სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, რეგიონში ახალგაზრდების გააქტიურებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ მსჯელობენ.
ფორუმში სტუდენტებთან ერთად ადგილობრივი სამთავრობო უწყებებისა და მე-3 სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 3 დღიანი ფორუმი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება. სტუდენტებს წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებიც გააცნეს.