ქობულეთის მოსახლეობისთვის გაზმომარაგების აღდგენა დილიდან ეტაპობრივად ხდება. გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება 5000-მდე აბონენტს გუშინ შეუწყდა.
„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის” რეგიონული ოფისი აბონენტებს მოუწოდებს დახურულ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და დანადგარები.