საფრთხე ჰაერში - ''იუნისეფის'' დასკვნა

15 დეკემბერი 2017, 00:00 4008 ნახვა

გაეროს ბავშვთა ფონდი ჰაერში არსებულ საფრთხესთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. ავტორის ნიკოლას რიის მონაცემებით, დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით ბავშვებზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას. თუმცა, საგანგაშოა მონაცემი იმის შესახებ, რომ 17 მილიონამდე ერთ წლამდე ასაკის ბავშვი მსოფლიოს ისეთ რეგიონებში ცხოვრობს, სადაც დაბინძურება მინიმუმ 6-ჯერ აღემატება საერთაშორისოდ დაშვებულ ზღვარს.

,,იუნისეფის" კვლევის ავტორი ამბობს, რომ ბავშვებში, რომლებიც იძულებულები არიან დაბინძურებული ჰაერი ისუნთქონ, გონებრივი განვითარება რისკის ქვეშაა. ამ ბავშვების სამ მეოთხედზე მეტი სამხრეთ აზიაში ცხოვრობს. სტატიაში ჩამოთვლილია დაავადებები, რომლებსაც ბავშვებში დაბინძურებული ჰაერი იწვევს. მათ შორისაა, პნევმონია, ასთმა, ბრონქიტი და სხვა რესპირატორული დაავადებები. ავტორი ბავშვის მომავლისთვის პირველი ათასი დღის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ნორმას აღემატება დაბინძურება აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. დაბინძურებული ჰაერი აზიანებს არა მხოლოდ ბავშვის განუვითარებელ ფილტვებს, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჩამოუყალიბებელ ტვინს და შესაბამისად, მათ მომავალს - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი ლეიკი. კვლევის ავტორი ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად, ჰაერის დაბინძურების შემცირების მოწოდებით გამოდის. სტატიის ავტორის რეკომენდაციით, შენობებში, სავენტილაციო და ფილტრაციის სისტემების გაუმჯობესებით, შიდა დაბინძურება უნდა შეამცირონ. მშობლებმა კი ბავშვებს იმ გარემოში ყოფნა უნდა შეუმცირონ, სადაც ნახშირის, ხის და სხვა საწვავის გამონაბოლქვი მაღალია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი